2025-04-26

04:31

თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ძიუდოს საერთაშორისო ტურნირმა

სპორტი
21-03-2025 16:43

"თბილისი არენა" სპორტის სასახლეში დღეს სტარტი აიღო ძიუდოს საერთაშორისო ტურნირმა. თბილისის გრან სლემის პირველ დღეს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას 14 სპორტსმენი იცავს: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი (ყველა – 60 კგ), თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე (ყველა – 66 კგ), ჯულიეტა როდონაია (48 კგ), ანანო მორგოშია (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური, სოფიო ბედოშვილი (ყველა – 57 კგ).

მათგან ნოზაძე, ნადირაძე, ლიპარტელიანი და ლოლაძე ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებენ.

ნოზაძე ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტუმასიანს დაუპირისპირდება, ნადირაძე უზბეკ ორტიკოვს შეხვდება, ლიპარტელიანის მეტოქე გერმანელი სტრკი იქნება, ლოლაძის კი – ბრაზილიელი ლიმა.

თბილისის გრან სლემის ძიუდოს ტურნირში 52 ქვეყნის ძიუდოისტები მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 37 (28 მამაკაცი და 9 ქალი) სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

შეჯიბრების ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

2025-04-22 16:29
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა

მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები