2025-04-26

05:44

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპა 2025“-ის ჩემპიონია!

სპორტი
17-03-2025 10:39

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუშინ „რაგბი ევროპა 2025“-ის ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა. ამის თაობაზე სპორტის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა“ ესპანელები ანგარიშით 46:28 დაამარცხეს და ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მერვედ, სულ კი მეჩვიდმეტედ იზეიმეს. „რაგბი ევროპა 2025“-ის ფინალს თბილისმა პირველად უმასპინძლა. 

შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს: ვანო კარკაძემ (3), აკაკი ტაბუცაძემ (3), ნიკა აბულაძემ და ვასილ ლობჟანიძემ. გარდასახვები კი ზუსტად შეასრულეს დაჩი პაპუნაშვილმა (2) და დავით ნინიაშვილმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ვანო კარკაძე. 

„რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს - ტრადიციულად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს, მათ შორის შვეიცარიელებთან გამართული მატჩი  სარეკორდო ანგარიშით - 110:0 დაასრულეს.

თამაშს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტი იანჰაინ პიტერსე. შალვა გოგოლაძემ ეროვნული ნაკრების წევრები მედლებით დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

2025-04-22 16:29
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა

მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები