საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ, ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

ტალინში მიმდინარეობს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ კონტინენტის პირველობაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. მან მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 68.99 ქულა დაიმსახურა. სპორტსმენი 31 იანვარს თავისუფალი პროგრამით წარდგება.
2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ის ქართული ციგურაობის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, გასულ წელს კი კონტინენტის პირველობაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დღეს წყვილთა შორის მოკლე პროგრამის წარდგენის შემდეგ ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 57,03 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავეს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული წყვილი თავისუფალი პროგრამით 30 იანვარს წარდგება.
30 იანვრიდან ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება ნიკა ეგაძე, 31 იანვრიდან კი სპორტული ცეკვების პროგრამაში იასპარეზებენ დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
ქართველი სპორტსმენები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.
ნანახია: 280
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა
მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ
ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი და
15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს იასპარეზებს.

ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა
clickss