2025-02-16

23:26

ისტორიაში პირველად საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს

სპორტი
27-01-2025 13:08

საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით პირველად იასპარეზებს. ლიცენზიანტთა რეიტინგები ევროპისა და მსოფლიოს კარატეს ორგანიზაცია EKO/WKO-მ გამოაქვეყნა.

2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: მინდია მგელაძე (-60კგ), ⁠ლაშა შანთაძე (60კგ),  ⁠ანდრეი ზინჩენკო (-70კგ), დათა ფუტკარაძე (-70კგ),  ⁠ლაშა ოზბეთელაშვილი (-80კგ), ⁠დავით მსხალაძე (-90კგ), ⁠გოდერძი კაპანაძე (+90 კგ), მარიამ წიკლაური (-54კგ) და თეონა გაზდელიანი (-54კგ).

ქართველი სპორტსმენები კონტაქტური კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ. მსოფლიოს პირველობა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება. 

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წელს პოლონეთში კონტაქტურ კარატეში ასპარეზობისას კადეტებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს: ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.

მსგავსი სიახლეები

2025-02-15 13:02
სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

2025-02-14 11:58
სპორტი

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა

მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

2025-02-13 22:56
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ

ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ

2025-02-13 11:58
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი და

15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს იასპარეზებს.

2025-02-12 11:52
სპორტი

ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები