2025-02-18

23:28

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა და B დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა

სპორტი
03-12-2024 11:46

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ლიეტუვა 4:0 დაამარცხა და ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.

პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინას 1:0 სძლია, მეორეში უელსთან 0:4 დამარცხდა, ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში კი ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ლიეტუვის ნაკრებს 4:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრები 31-ე წუთზე პენალტით ლიზი კანკიამ დააწინაურა. სამ წუთში ჩვენი გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა, მთავარმა არბიტრმა მეტოქის შეჩერებისთვის ლოლიტა კალოიანი გააძევა.

ამის მიუხედავად, 43-ე წუთზე ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე სოფი ხელაშვილმა გაზარდა – საგოლე გადაცემა ნინო ბუხრიკიძემ შეასრულა, რომელიც მატჩის გმირი გახდა. „ნიკე-ლუსოს“ 18 წლის თავდამსხმელმა 45+4-ე წუთზე ანგარიში 3:0 პენალტით გახადა, ხოლო საფინალო სასტვენამდე (90+3) დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მატჩი მოიგო და 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რაც დიდი წარმატებაა. ჯგუფის გამარჯვებული და A ლიგის საგზურის მფლობელი უელსის ნაკრები გახდა, რომელმაც სამივე მატჩი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

2025-02-18 13:36
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა

საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

2025-02-17 11:14
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

2025-02-15 13:02
სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

2025-02-14 11:58
სპორტი

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა

მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

2025-02-13 22:56
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ

ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები