2025-01-17

21:31

ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი მატჩი | საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

სპორტი
22-11-2024 11:56

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ესპოოში ფინეთის წინააღმდეგ ითამაშა და 90:83 გაიმარჯვა.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ წუთებზე ფინელები 7:0 დაწინაურდნენ და მას მერე 30-მა წუთმა ისე ჩაიარა, რომ საქართველოს ნაკრები წინ ვერ გავიდა.

მეოთხე პერიოდის დაწყებამდე ფინელები 63:62-ს იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყისში თორნიკე შენგელიამ „ჯვაროსნებს“ 10-ქულიანი უპირატესობა მოუტანა – 75:65. თუმცა ისევ და ისევ სამქულიანების ხარჯზე საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ფინელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (80:76). დარჩენილ დროში სიტუაცია მეტისმეტად დაიძაბა. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ბოლდუინმა სამქულიანით საქართველო 85:81 დააწინაურა, თუმცა ფინელები არ ნებდებოდნენ. გადამწყვეტ მომენტში ჯერ ჯინჭარაძემ ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ ბურჯანაძემ – ორი საჯარიმო და სირენამდე 10 წამით ადრე საქართველო წინ გაიყვანა 88:83. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. საფინალო ანგარიში გიორგი შერმადინმა დააფიქსირა – 90:83.

საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ამერიკელ კამარ ბოლდუინს, რომელმაც გამთამაშებლის პოზიციაზე შედეგიანი მატჩი გამართა (23 ქულა). პირველ ტაიმში ჩვენს გუნდში პერიმეტრიდან მაღალი პროცენტულობით ისროდა დუდა სანაძე, რომელმაც 3 სამიანი ჩააგდო და 9 ქულა მოაგროვა. თორნიკე შენგელიამ მატჩი 24 ქულით დაასრულა.

ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი მოგება ევრობასკეტი 2025-ის გზაზე. ჯგუფში ოთხი გუნდია: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია. ფინეთი მასპინძელია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული აქვს, თუმცა მასთან შედეგები დანარჩენ სამ გუნდს აქტივში ეთვლება. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან სამი გუნდი გადის. თუ გავითვალისწინებთ ფინეთის მასპინძლის სტატუსს, სამი გუნდისთვის ორი გამსვლელი ადგილი რჩება. რადგან სერბეთი აშკარა ფავორიტია, საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ჯგუფში დანიის გადასწრებაა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში სერბეთის ნაკრებმა დანია სტუმრად 72:52 დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს თბილისში ისევ ფინეთთან გამართავს, გადამწყვეტი ორი ტური კი თებერვალში გაიმართება: საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

2025-01-13 13:58
სპორტი

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ასპარეზობის პირველივე მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის

2025-01-10 15:01
სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში

წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალშია

2025-01-09 10:53
სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა და Australian Open-ის ძირითად ბადეში ასპარეზ

აღნიშნული მატჩის მოგების შედეგად ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში კვალიფიცირდა.

2025-01-08 17:40
სპორტი

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი მეორე მეტოქე ა

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, იტალიელი

2025-01-06 13:02
სპორტი

საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულ

დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმიც, რომელიც ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვეული ბოლო წამზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები