2025-01-17

21:37

შალვა გოგოლაძემ საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტი
21-11-2024 13:07
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს, საექიმო ჯგუფისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ სპორტსმენებს პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ), კოტე კაპანაძემ (-81კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ნინო ლოლაძე (-57კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, თენგო ზირაქაშვილმა (-66კგ) კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ფინალში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქრო ისტორიაში პირველად მოიპოვა. კონტინენტის პირველობა საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების აღსანიშნავად ძიუდოისტებმა ხელი მოაწერეს კიმონოს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ სპორტის სამინისტროში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად ქართველი სპორტსმენები მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე წარმატების მოპოვების შემდეგ საკუთარ სპორტულ ეკიპირებასა და ინვენტარს ავტოგრაფით გადასცემენ სპორტის მუზეუმს.

მსგავსი სიახლეები

2025-01-13 13:58
სპორტი

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ასპარეზობის პირველივე მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის

2025-01-10 15:01
სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში

წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალშია

2025-01-09 10:53
სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა და Australian Open-ის ძირითად ბადეში ასპარეზ

აღნიშნული მატჩის მოგების შედეგად ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში კვალიფიცირდა.

2025-01-08 17:40
სპორტი

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი მეორე მეტოქე ა

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, იტალიელი

2025-01-06 13:02
სპორტი

საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულ

დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმიც, რომელიც ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვეული ბოლო წამზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები