2025-07-01

03:53

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტები გადასცა

სპორტი
15-11-2024 12:44

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და კოლექტივს საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ოქროს მონეტები გადასცა.

ოქროსა და ვერცხლის 5 ლარის ნომინალი საკოლექციო მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება, ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნად, მიმდინარე წლის მარტში მიიღო. აღნიშნული მონეტები საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებასთან არის დაკავშირებული.

მონეტებისთვის დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინის ავტორი ბაჩო ლაგვილავა). მისი თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება ნაკრების ბრენდბუქს.

მონეტის ავერსზე გამოსახულია მთავარი სიმბოლო - ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ამ ლოგოს დიზაინიდან ამოღებული მხედრის გამოსახულება (ცხენზე ამხედრებული გმირის პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც შიშის სიმბოლოს. მთავარი სიმბოლოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერპრეტაციაც საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და ამით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა. მონეტაზე დატანილია ბრენდის სლოგანი „მე ვარ საქართველო“, რომელიც ახმოვანებს მის იდეოლოგიას როგორც ბრენდის, ისე ფეხბურთელისა  და გულშემატკივრის მხრიდან.

მონეტის რევერსზე გამოსახულია ფეხბურთელის მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც შეიქმნა ნაკრების ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად და ირეკლავს ბრენდის ფილოსოფიას და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს. მონეტა ასევე შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.

მონეტების რეალიზაციის შესახებ დეტალები მომავალში გახდება ცნობილი.  

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები