2025-04-26

05:05

ლევან კობიაშვილი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვისაა აუცილებელი

სპორტი
13-11-2024 15:32

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიზიტზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ფიფა-ს 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე საქართველო-სომხეთის ერთობლივ განაცხადზეც ისაუბრა.

„ჯანი ინფანტინო პირველად იმყოფება საქართველოში, რაც ჩემთვის და ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის დიდი პატივია. მისი ჩამოსვლა ჩვენი ქვეყნისადმი მისი და ფიფა-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. იცით, რომ ფიფა-ს „ფორვარდის“ პროგრამით საქართველოში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროგრამა განხორციელდა. ეს კი ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას, მათ შორის, მასობრივი ფეხბურთის – როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფიფა-ს პრეზიდენტს ვესაუბრეთ ისეთ პროექტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ – 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რომელზეც საქართველომ და სომხეთმა ერთობლივ განაცხადი წარადგინეს. ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება, თუ ეს შევძელით. ამის იმედი და მოლოდინი მაქვს. ჯანის საქართველოში ჩამოსვლა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ ამას, ფიფა-ს და უეფა-ს მხარდაჭერით, კიდევ გავაგრძელებთ.

მას აქვს ინფორმაცია და თავადაც ახსენა, რომ შარშან ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ. კარგად იცის, რა ხდებოდა მაშინ ჩვენს სტადიონებზე, რა ატმოსფერო იყო. რაც მთავარია, იცის, როგორ სპორტულ შედეგებს მივაღწიეთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჯანი ინფანტინომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველანაირი საშუალება აქვს, ასეთი დონის სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლოს, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაც ხელს გვიწყობს, თუმცა ასეთი ტურნირი ყოველთვის იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთით – ეს ჩვენს ინტერესშია. სხვადასხვა საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოვა, რომლებთანაც დეტალურად გავივლით იმ საკითხებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ასეთი მასშტაბური დონის ტურნირს ვუმასპინძლოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამისთვის ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კობიაშვილმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

2025-04-22 16:29
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა

მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები