2025-04-26

05:38

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

სპორტი
01-11-2024 11:30
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ). ქართველმა მოჭიდავემ ფინალური შეხვედრა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან დათმო.
ფინალამდე მირიან მაისურაძემ ინდოელ და სლოვაკ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიელ მოჭიდავესთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ). ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მაგომედ მაგომაევი ანგარიშით 13:4 დაამარცხა.
ფინალამდე ავთანდილ კენჭაძემ თურქ, იაპონელ, ყაზახ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ მოჭიდავესთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

2025-04-22 16:29
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა

მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები