2025-04-30

17:53

საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა

სპორტი
31-10-2024 15:39
პოლონეთმა კონტაქტურ კარატეში კადეტებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ევროპის პირველობაზე ქართველმა კარატისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს: ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.
აბსოლუტურ წონითი კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გოდერძი კაპანაძემ; ის პირველი ქართველი კარატისტია, რომელმაც ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი აბსოლუტურ წონაში მოიპოვა. ამ გამარჯვებით მან მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის ლიცენზიაც მიიღო.
კადეტებს შორის ჩემპიონები დავით შველიძე, ოსკარ ჰინჩლეი და საბა ჭრელაშვილი გახდნენ; ვერცხლის მედლები გიორგი ძნელაძემ, ედგარ აბგარიანიმა და ანანო დათუკიშვილმა მიიღეს; ბრინჯაოს კი ამირან ტატულიშვილი დაეუფლა. ახალგაზრდებს შორის ბრინჯაო ლუკა მგელაძემ დაიმსახურა.
ტურნირზე მედლების საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ კონტაქტური კარატეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტაქტური კარატეს ფედერაციის ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის მაისში ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველადგილოსნებმა ავტომატურად მოიპოვეს
მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის ლიცენზია.

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 15:05
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს

2025-04-30 11:37
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

ქართველმა ხელბურთელებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები არიან, გადამწყვეტი

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები