VIDEO/ირლანდია - საქართველო | პლეი-ოფის საპასუხო მატჩი დუბლინში
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, 29 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფი საპასუხო შეხვედრას გამართავს. ირის ანტმანის გუნდი დუბლინში, ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ტალა სთეიდიუმზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ირლანდია - საქართველოს პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ეტაპზე მოსვლა შევძელით. ამ დონის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა.
პლეი-ოფამდე მოსასვლელად ბევრი ვიშრომეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ. ხვალინდელი მატჩისთვის ნულიდან ვემზადებით. პირველი მატჩის პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რასაც ხვალ აუცილებლად გამოვიყენებთ და შეცდომებს გამოვასწორებთ, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ.
დარწმუნებული ვარ, გოგონები მაქსიმუმს გააკეთებენ. ხვალინდელი მატჩისთვის ისინი მაქსიმალურად ემზადებიან".
ნანახია: 224
მსგავსი სიახლეები
clickss