2025-02-18

16:25

VIDEO/საფეხბურთო მატჩი: საქართველომ აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა

სპორტი
01-10-2024 15:45

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ფეხბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოიგო. სალომე ხუბულურის გუნდმა სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მეტოქეს 2:0 სძლია. 

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 68-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. 86-ე წუთზე წიქარიძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც რუსთავში 27 სექტემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

2025-02-18 13:36
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა

საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

2025-02-17 11:14
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

2025-02-15 13:02
სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

2025-02-14 11:58
სპორტი

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა

მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

2025-02-13 22:56
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ

ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები