2024-10-09

08:31

ეროვნული გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების კონფერენცია ბერლინში

სპორტი
20-09-2024 16:23

17 სექტემბერს, ბერლინში უეფას ეროვნული ვაჟთა ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების რიგით მე-14 კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გერმანიის, პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა. 

ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, როგორც უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და უეფას ეროვნული ნაკრები გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე. 

აღნიშნული კონფერენცია, უეფას ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი კონფერენცია მიზნად ისახავდა წარმოედგინა UEFA EURO 2024-ის ტექნიკური და ტაქტიკური ანალიზი, რაც საშუალებას მისცემს უეფას წევრ ყველა ასოციაციას განიხილონ თანამედროვე ტენდენციები და ტექნიკური საკითხები. 

მსგავსი სიახლეები

2024-10-07 11:00
სპორტი

VIDEO / საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მაინტერესებდა როგორ შეხვდებოდნენ

2024-10-03 14:49
სპორტი

ვილი სანიოლმა ფეხბურთში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების

2024-10-02 16:41
სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული

2024-10-01 15:45
სპორტი

VIDEO/საფეხბურთო მატჩი: საქართველომ აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 68-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი

2024-09-30 15:59
სპორტი

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს

მარიამ მურღვლიანმა (87 კგ) ატაცში 105 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში 230 კილოგრამის დაძლევით





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები