საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან სამი მედლით დაბრუნდა
სპორტი
12-09-2024 10:56
საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან სამი მედლით დაბრუნდა!
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოკრივე გოგონათა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. ქართველმა გოგონებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ტურნირის ჩემპიონი რაჰიბა ისმაილოვა (48 კგ) გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი სოფია ტურბინინა 4:1 დაამარცხა. ვერცხლის მედალი მიიღო ჰურამან კასუმოვამ (57 კგ), თათია ბუკიამ (81 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნანახია: 195
მსგავსი სიახლეები
clickss