2024-10-09

08:44

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო!

სპორტი
02-08-2024 14:07
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე თავისი პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს!
ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მერვედფინალში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში ფრანგ ტედი რინერს შეხვდება.
დღეს ძიუდოში ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდება. 3 აგვისტოს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება და პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიური მედლისთვის ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრები იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.
ილია სულამანიძის გუშინ მოპოვებული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოს 43-ე ოლიმპიური მედალია. ეს არის მე-14 ოლიმპიური ვერცხლის მედალი, რომელთაგან შვიდი ძიუდოისტების ანგარიშზეა.
2 აგვისტოს ასპარეზობაში ჩაერთვება კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი - გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას შეეცდება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.
სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოვა მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე კი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

2024-10-07 11:00
სპორტი

VIDEO / საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მაინტერესებდა როგორ შეხვდებოდნენ

2024-10-03 14:49
სპორტი

ვილი სანიოლმა ფეხბურთში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების

2024-10-02 16:41
სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული

2024-10-01 15:45
სპორტი

VIDEO/საფეხბურთო მატჩი: საქართველომ აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 68-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი

2024-09-30 15:59
სპორტი

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს

მარიამ მურღვლიანმა (87 კგ) ატაცში 105 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში 230 კილოგრამის დაძლევით





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები