ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.
„ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას.
24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება.
ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში უკვე ქართული ძიუდოს და, ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდაა. დარწმუნებული ვარ, ლაშა სამი წლის წინ გაცემულ პირობას ბოლომდე შეასრულებს და 4 წელიწადში მესამე ოლიმპიურ ოქროსაც მოიგებს.
უდიდეს წარმატებას მიაღწია 23 წლის ილია სულამანიძემ პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე, თავად ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მესამე მედალი მოაგებინა. უფრო დიდი გამარჯვებები, მათ შორის, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ილიასაც წინ ელოდება.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ოლიმპიელებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის”, – ნათქვამია მისალოც წერილში.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განმარტავს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ორი კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. ამჟამად ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნანახია: 662
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია
საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!
აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია
clickss