2025-06-21

11:53

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები პლეი ოფში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება

სპორტი
19-07-2024 15:53

19 ივლისს, შვეიცარიის ქ. ნიონში, ფეხბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. 

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა. პლეი-ოფის პირველ ორმატჩიან ეტაპზე, საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება.

ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის მეორე, გადამწყვეტ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. 

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 23-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის მატჩები 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე.

ფეხბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს, 2-27 ივლისს, შვეიცარიაში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები