2025-05-19

19:41

VIDEO: საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს!

სპორტი
17-07-2024 10:47

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვის ნაკრები სტუმრად, მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა!

გამარჯვების გოლი მატჩის 88-ე წუთზე მაიკო ბებიამ, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა და საქართველო ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს.

ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს. 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი: "ლიეტუვას უკვე მეოთხედ ვხვდებით და მათთან წაგების და ფრედ თამაშის გამოცდილება გვქონდა. მიხარია, რომ ამჯერად მოგება შევძელით. ვინც მატჩს უყურა, იამაყებდა ჩვენი ნაკრებით. მატჩი არასახარბიელოდ დავიწყეთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მატჩის მეორე ნახევარში, ფეხბურთელები მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდნენ. 
ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელების და არ მეგულება ისეთი ნაკრები, რომელიც მათზე მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. მათ ამ წარმატებაში დიდი შრომა ჩადეს. 
მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ჩვენ მატჩებს მუდმივად ესწრება. მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით და მიხარია, რომ ეს შევძელით. 
ყველაფერი წინ არის, ნაკრებში ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მხარდაჭერა sჭირდება. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს გვერდით დგას და ფეხბურთელებს მხარს უჭერს. მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ".

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

2025-05-16 12:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში

2025-05-15 10:28
სპორტი

საქართველო 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს

2025-05-13 18:34
სპორტი

პარაძიუდოისტები საბა ბაღდავაძე და გიორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ!

ასევე პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (-70 კგ) ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები