2025-05-24

00:35

VIDEO: საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნით მატჩს გამართავს

სპორტი
16-07-2024 16:23

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნით მატჩს გამართავს. 16 ივლისს, ირის ანტმანის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. 

15 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, ქალაქ დრუსკინინკაიში გამართა. 

მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა, ნინო ჩხარტიშვილმა და ნინო ბუხრიკიძემ გააკეთეს. 

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბელარუსთან წაგებულმა შეხვედრამ ბევრი რამ გვასწავლა. დაცვაში იგივე ხარისხი და კონცენტრაცია თუ ვაჩვენეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ლიეტუვასთან მატჩი ფინალია და გოგონებმა ძალიან კარგად იციან, რისი მიღწევა შეუძლიათ 3 ქულის მოპოვებით. ისტორიის დაწერის შესაძლებლობა აქვთ. 

ვიცით, რომ ფიზიკურად რთული თამაში გველის.  გამარჯვებული ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გასვლის შანსი ექნება. ფინალი გველის და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა ჩვენთვის. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გამოწვევა გვაქვს. სწორედ ასეთი მომენტებისთვის შრომობენ ფეხბურთელები ამდენს“.

ნინო ჩხარტიშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „იმედგაცრუებულები ვართ ბელარუსთან მატჩით, რადგან სასურველი შედეგით ვერ დავასრულეთ. ფინალის ტოლფასი თამაში გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, არცერთი მოთამაშე არ დაზოგავს თავს და იმედი მაქვს, მონდომებით და ბრძოლით სასურველი შედეგით დავასრულებთ ლიეტუვასთან შეხვედრას“.  

ნინო ბუხრიკიძე (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი გველის. გუნდი მობილიზებულია და ყველაფერს აკეთებს ლიეტუვასთან შეხვედრის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. იმედია, თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“. 

ლიეტუვისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების შეხვედრა 16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე ორივე გუნდს 7 ქულა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის შანსს მიიღებს. 

საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ხუთივე ჯგუფის გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ),  ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი).

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები