2025-02-16

22:36

პირველად საქართველოში ქვიშის ფრენბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა

სპორტი
16-07-2024 13:39
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველომ 18-წლამდელთა ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაში მონაწილეობდა 34 ქვეყანა.
ტურნირში, რომელიც „ამბასადორი კაჭრეთში” გაიმართა, როგორც გოგონები, ასევე ვაჟი ფრენბურთელები მონაწილეობდნენ. საქართველოს ღირსებას გოგონებისა და ვაჟების სამ-სამი წყვილი იცავდა. ლუკა ჯანელიძისა და ირაკლი სუბელიანის წყვილმა, რომელიც კონტინენტის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობდა, პირველი თამაშის მოგება შეძლო.
გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონები ავსტრიის წარმომადგენლები გახდნენ, რომლებმაც ფინალურ მატჩში შვეიცარიელები დაამარცხეს. ვაჟებს შორის იტალიელებმა იმარჯვეს. მათ ფინალურ შეხვედრაში გერმანელებს სძლიეს.
ფინალურ შეხვედრებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი არაბულმა ევროპის ჩემპიონ ვაჟთა წყვილი დააჯილდოვა.
ინფორმაციისთვის: 2024 წელს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველომ თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა. კონტინენტის პირველობა ბაკურიანში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

2025-02-15 13:02
სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

2025-02-14 11:58
სპორტი

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა

მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

2025-02-13 22:56
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ

ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ

2025-02-13 11:58
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი და

15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს იასპარეზებს.

2025-02-12 11:52
სპორტი

ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები