გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა

საქართველოს საფეხბურთო, ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ფეხბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა. გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა, ისევე როგორც კიდევ ხუთმა სხვა მოთამაშემ. ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და მერვედფინალამდე ლიდერობდა.
თუმცა გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში შემდეგ სხვები წამოეწივნენ. ქართველის გადასწრება ფინალის მონაწილეებს, ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჰარი კეინსა და ესპანელთა შემტევს, დანი ოლმოს შეეძლოთ. თუმცა თამაში ისე დასრულდა, თავი ვერცერთმა გამოიჩინა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საამაყო ფურცელი დაიწერა – ევრო 2024-ის თანაბომბარდირი ქართველი თავდამსხმელი გახდა.
აქვე ვიტყვით, რომ ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირის წოდება ქართველ თავდამსხმელებს მოპოვებული აქვთ – ვალერი გაგუას (3 გოლით) და სანდრო იაშვილს (4 გოლით).
ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის“ მფლობელები:
გიორგი მიქაუტაძე, საქართველო 3 (4 მატჩი)
ივან შრანცი, სლოვაკეთი 3 (4 მატჩი)
ჯამალ მუსიალა გერმანია 3 (5 მატჩი)
კოდი გაკპო, ნიდერლანდები 3 (6 მატჩი)
ჰარი კეინი, ინგლისი 3 (7 მატჩი)
დანი ოლმო, ესპანეთი 3 (7 მატჩი)
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 672
მსგავსი სიახლეები

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა
საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა
მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ
ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ
clickss