2024-07-22

02:08

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონს, მირანდა კაპანაძეს უმასპინძლა

სპორტი
08-07-2024 11:19
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უმასპინძლა მირანდა კაპანაძეს, პირველ ქართველ ქალ მოჭიდავეს (57 კგ), რომელმაც 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ქუთაისის თეატრი ქართველ ევროპის ჩემპიონს, რომელიც ჭიათურიდანაა, თავისი ბოლო დროის ყველაზე წარმატებული სპექტაკლით - „ჰელვერის ღამით“ დახვდა, სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე. „ჰელვერის ღამით“ თეატრალური სეზონი დაიხურა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქამდე საქართველოს ქალ მოჭიდავეთა არც ეროვნულ და არც რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს ამ რანგის შეჯიბრებაში ჩემპიონი არ ჰყოლია და ასეთ წარმატებას მირანდა კაპანაძემ მიაღწია. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა უდიდესი გამარჯვება მიულოცა მირანდა კაპანაძეს და მომავალში მეტი გამარჯვება უსურვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა პირველ ქართველ ქალ მოჭიდავეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ სამინისტრო ყველაფერს გაკეთებს ნიჭიერი სპორტსმენის ხელშეწყობისთვის.

მსგავსი სიახლეები

2024-07-19 15:53
სპორტი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები პლეი ოფში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა. პლეი-ოფის პირველ ორმატჩიან ეტაპზე, საქართველოს

2024-07-19 15:44
სპორტი

უეფა-ს პრეზიდენტი - მინდა, მოგილოცოთ თქვენ და ეროვნულ ნაკრებს ყველაზე წარმატებული დებიუტი

როგორც უეფა-ს პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ დაამტკიცა ეროვნული ნაკრების, როგორც ეროვნული სიამაყის

2024-07-18 11:54
სპორტი

წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა

კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში

2024-07-17 10:47
სპორტი

VIDEO: საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშ

ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა

2024-07-16 19:11
სპორტი

საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ვერცხლის მედალოსნებს - ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები