2025-05-19

18:47

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულა

სპორტი
23-06-2024 05:19

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულა და ევრო 2024 ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 

პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ წუთებზე, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემტევმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა. საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კი, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

მატჩის შემდეგ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა: "ჩეხეთის ნაკრები ძლიერი მეტოქეა, თუმცა დაცვამ კარგად ითამაშა. როდესაც დიდი ძალებით შემოგვიტიეს, გოლის გატანის კარგი შანსიც გვქონდა. გამოჩნდა, რომ ჩვენი ძლიერი მხარე, კონტრშეტევებზე თამაში, პროდუქტიულია. ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია. საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. მოგებასთან ახლოს ვიყავით და გასახდელში ამას განვიცდიდით, თუმცა ასეთი რამ ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს. გიორგი მამარდაშვილი კი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა". 

ხოლო რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვილი სანიოლს, მან აღნიშნა, რომ: "ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და სწორედ ასეთი თამაში მივიღეთ. ჩეხეთმა პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შემოგვიტია. მეტოქეს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა და ალბათ გულდაწყვეტილია შედეგით, თუმცა ჩვენ შესანიშნავი მეკარე გვყავს გიორგი მამარდაშვილის სახით. მან საოცარი მატჩი ჩაატარა. შესაძლოა გულდაწყვეტილები ვიყოთ ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტის გამო, თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია.

ევროპის ჩემპიონატზე დასაკარგი არაფერი გვაქვს და ვფიქრობ, ეს თამაშები ძალიან ეხმარება გუნდს და ქვეყანას. ბოლო მატჩი პორტუგალიასთან გველის. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ვითამაშებთ ამბიციით, რომ გავაკეთოთ რაიმე კარგი და ამისთვის დავჯილდოვდეთ.  ვიცით, რომ რთული იქნება. ახლა მთავარია ძალები აღვიდგინოთ ასეთი მძიმე მატჩის შემდეგ".

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.  

F ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ თურქეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა. 

გიორგი ოთინაშვილი

სპეციალურად ჰამბურგიდან

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

2025-05-16 12:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში

2025-05-15 10:28
სპორტი

საქართველო 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს

2025-05-13 18:34
სპორტი

პარაძიუდოისტები საბა ბაღდავაძე და გიორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ!

ასევე პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (-70 კგ) ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები