2025-04-23

15:08

VIDEO: ევრო 2024 | ნაკრებმა მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო

სპორტი
20-06-2024 14:48

19 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, ვისაც თურქეთთან შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს. მოთამაშეები, რომლებმაც ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ.

ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი გველესიანმა და გიორგი ქვილითაიამ უპასუხეს.

გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "ამაყები ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგენთ საქართველოს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენთვის. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვთვლი რომ გამოვავლინეთ ხასიათი. ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის. დღეს, საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც და პორტუგალიაც იაზრებს. ჩვენ კი, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვალეობას. გვაქვს ამბიცია და გვსურს მეტის გაკეთება. გვყავს ერთგული გულშემატკივარი და ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა.

უაღრესად ბედნიერი ვარ. 33 წლის ასაკში მომეცა შესაძლებლობა, რომ ვიყო ჩემს გუნდთან ერთად. მართალია, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როგორც რიგითი ჯარისკაცი და ნებისმიერი ამაყი ქართველი, ბედნიერი ვარ. თუ დავჭირდები მწვრთნელს, დიდი სიხარულით და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომდევნო მატჩებში".

გიორგი ქვილითაია (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "მიუხედავად კარგი თამაშისა, დავმარცხდით და ბედნიერი ვერავინ იქნებოდა. თუმცა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთის დონის გუნდთან მარცხის შემდეგ გაქვს შეგრძნება, რომ თამაში მოსაგები გქონდა და ბევრი მომენტი შექმენი, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ყველა ვთანხმდებით, რომ აქ ტურისტებად არ ვართ წამოსულები და გვსურს შედეგის მიღწევა. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ჩეხეთთან თამაში უნდა მოვიგოთ, რისთვისაც მზადება დღეს დავიწყეთ.

ბევრად ნაკლები იყო ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე, თუმცა ჩვენი ქომაგების გვერდში დგომა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. ბედნიერები ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი ბოლომდე იხარჯება სტადიონზე. ჩვენც იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით - ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები წავიდნენ სტადიონიდან".  

20 ივნისს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 21 ივნისს, ჩვენი გუნდი ჩეხეთთან მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ვარჯიშის შემდეგ, ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება.ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. 

21 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

10:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

18:30 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (ჰამბურგი)

მსგავსი სიახლეები

2025-04-22 16:29
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა

მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

2025-04-15 11:35
სპორტი

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

2025-04-14 14:42
სპორტი

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ

დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

2025-04-13 12:12
სპორტი

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების

ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები