2025-05-24

00:34

ფეხბურთში ევრო 2024-ის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები, ანგარიშით 3:0 დაამარცხა!

სპორტი
16-06-2024 10:06

გერმანიაში მიმდინარე ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე 15 ივნისს, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე", ესპანეთის ნაკრები ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარშემო და სტადიონზე ამაღელვებელი განწყობა იყო შექმნილი და ორივე ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრები, ეროვნული გუნდების მაისურებში გამოწყობილები, ომახიანი შეძახილებით ამხნევებდნენ საკუთარი ქვეყნების ნაკრებ გუნდებს.

მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. 29-ე წუთზე ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ფაბიან რუისმა მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ალვარო მორატა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 1:0.

ამის შემდეგ მატჩი ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა 32-ზე წუთზე ფაბიან რუისმა საგოლე გადაცემის შემდეგ, უკვე გოლიც გაიტანა და ესპანელები ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ – 2:0.

პირველი ტაიმის დასრულებამდე, 45+2-ზე წუთზე – მარჯვენა ფლანგიდან ლამინ იამალის გადაცემის შემდეგ, დანი კარვახალმა კარგად ითამაშა დასწრებაზე და ესპანელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0.

მეორე ტაიმში ესპანელთა უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა ხორვატიის ფეხბურთელები თავდაუზოგავად თამაშობდნენ და ცდილობდნენ გოლის გატანას.

78-ე წუთზე, ხორვატებს ერთი გოლის გაქვითვის შანსი მიეცათ. მატჩის არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ პეტკოვიჩმა გატანა ვერ მოახერხა. მისი დარტყმული ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია. 

საბოლოო ჯამში ესპანეთის ნაკრებმა თამაში მოიგო და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. უდაოა, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო-2024-ის ჩემპიონატის ერთ-ერთი ძლიერი, ფავორიტი გუნდია.

ამავე B ჯგუფში მყოფმა იტალიის ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები, ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ესპანეთთან ერთად, 3-3-ი ქულით, ჯგუფის ლიდერები გახდნენ.

გიორგი ოთინაშვილი

სპეციალურად ბერლინიდან

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები