2025-04-29

22:10

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

სპორტი
13-06-2024 13:37
მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში უმცროსი ,,ბორჯღალოსნები" ორმატჩიან სერიაში ავჭალის სტადიონზე ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრებმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით 45:17 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ინგლისელებს ანგარიშით 16:5 სძლიეს, შეხვედრის მეორე ნახევარში კი ,,ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო დადეს.
შეგახსენებთ, რომ ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა ქართველებმა ინგლისელებთან ანგარიშით 7:31 დათმეს.
მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს.
ქართველი მორაგბეები პირველ თამაშში 29 ივნისს ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, 4 ივლისს - ირლანდიას, 9 ივლისს კი იტალიას შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები