2025-02-16

22:29

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024

სპორტი
11-06-2024 10:55
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024 გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და კუვეიტის 650-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირის პირველი დღე - სენიორების, ხოლო მეორე დღე იუნიორების ორთაბრძოლებს დაეთმო. წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კარატისტებმა - მათ 200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩევიან ასაკობრივი ნაკრების მომავალი წევრები.
Open Georgia 2024-ს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე ესწრებოდნენ. მათ გამარჯვებული სპორტსმენებიც დააჯილდოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სპორტული კარატეს ევროპის ჩემპიონატს კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის. კონტინენტის პირველობაში 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები

2025-02-15 13:02
სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

2025-02-14 11:58
სპორტი

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა

მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

2025-02-13 22:56
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ

ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ

2025-02-13 11:58
სპორტი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი და

15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს იასპარეზებს.

2025-02-12 11:52
სპორტი

ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები