2025-04-30

06:52

VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო დაამარცხა

სპორტი
10-06-2024 10:32
პოდგორიცას სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგური მატჩი მონტენეგროსთან გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-10 წუთზე ოთარ კიტეიშვილის გოლით გაიხსნა, 33-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა. პირველი ტაიმი ჯვაროსნების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში 66-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება სტევან იოვეტიჩის გოლით შეძლეს, თუმცა 84-ე წუთზე მოედანზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება ავსტრიაში გაიარა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი F ჯგუფში პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიას შეხვდება.
„ევრო 2024“-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანია უმასპინძლებს.
გიორგი ოთინაშვილი
ვილი სანიოლის ვიდეო-კომენტარი:

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები