2025-04-30

07:37

ალექსანდრე ბაკში კაჭრეთში მიმდინარე ATP Challenger Tour-ის ნახევარფინალში ითამაშებს

სპორტი
23-05-2024 12:12
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ამიერკავკასიაში პირველად „ამბასადორი კაჭრეთში“ მიმდინარეობს ATP Challenger Tour -ის ტურნირი მამაკაცებს შორის.
მეოთხედფინალში წარმატებით იასპარეზა ალექსანდრე ბაკშიმ (ATP-ის რეიტინგის 906-ე ჩოგანი). მან ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბლეიქ მოტი (ATP-ის რეიტინგის 368-ე ჩოგანი) ორ სეტში, ანგარიშით, 6:1, 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ალექსანდრე ბაკში ნახევარფინალში ტურნირის პირველ ნომრად განთესილ ფილიპ სეკულიჩსა და რამკუმარ რამანაჰანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა 24 მაისს გაიმართება.
პრესტიჟულ ტურნირში 25 ქვეყნის 56 ჩოგბურთელი მონაწილეობს. ერთეულთა და წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები 25 მაისს გამოვლინდებიან. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 50 000 აშშ დოლარი.
ATP Challenger-ის ჩემპიონატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აქ დაგროვილი სარეიტინგო ქულების შედეგად პროფესიონალ ჩოგბურთელებს საშუალება ეძლევათ, ATP Tour-ის ტურნირებში მონაწილეობის უფლება მოიპოვონ.

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები