გოდერძი ძებისაშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა!
სპორტი
08-04-2024 11:56
ბაქოში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი მიმდინარეობს.
შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა(65 კგ), რომელმაც ნახევარფინალში მოლდოველი მაქსიმ საკულტანი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმაც (97 კგ) მოიპოვა.
ნანახია: 448
მსგავსი სიახლეები
clickss