2024-04-15

10:46

VIDEO/ქალთა ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

სპორტი
02-04-2024 12:27

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 

5 აპრილს, ქალთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს, 9 აპრილს კი, ბელარუსის ნაკრებს კვიპროსში დაუპირისპირდება. 

მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ქალთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის ირის ანტმანის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 23 ფეხბურთელია.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გოგონები მოტივირებულები არიან და იციან, რა შესაძლებლობა ეძლევათ. ვერ ვიტყვი, რომ წილისყრაში გაგვიმართლა. ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, ვიცით, რომ ლიეტუვის ნაკრები გაძლიერდა, რადგან ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ იგივე მეტოქესთან მეორე შანსი ხშირად არ გვეძლევა. გვახსოვს, რომ ლიეტუვასთან საკუთარ მოედანზე წავაგეთ. მტკივნეული მარცხი იყო, თუმცა ასევე გვახსოვს სტუმრად მოპოვებული ქულა და კარგი თამაში ჩვენი მხრიდან. ასე რომ, გვსურს გავაგრძელოთ განვითარება, გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი, ვისწავლოთ თითოეულ მატჩში და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში". 

გვანცა ქადაგიშვილი (ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში კარგი გარემოა. რთული მეტოქეები გვყავს ჯგუფში. მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ. ლიეტუვასთან გასვლაზე ფრე ვითამაშეთ, სახლში სამწუხაროდ დავმარცხდით და ახლა ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ". 

ნათია დანელია (ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "მთელ საქართველოს ვულოცავ იმ წარმატებს და სიხარულს, რასაც ევრო 2024-ზე თამაში ქვია. რაც შეეხება ჩვენ მიზნებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან გასვლას ვგეგმავთ. ლიეტუვას კარგად ვიცნობთ, რადგან წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ მოგვიწია თამაში. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაყურებელი გავახაროთ. ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ, შევისწავლით ბელარუსს და მათთანაც გამარჯვებაა ჩვენი მიზანი". 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ტატა მატვეევა (ასია სპორი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი).

გიორგი ოთინაშვილი

მსგავსი სიახლეები

2024-04-11 15:54
სპორტი

WU19 | საქართველოს ფეხბურთელთა, გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა

მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 1:5. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ნატა კვირკვაიას

2024-04-08 11:56
სპორტი

გოდერძი ძებისაშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა!

ნახევარფინალში მოლდოველი მაქსიმ საკულტანი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა

2024-04-03 15:10
სპორტი

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყება

უეფა-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება

2024-04-02 12:27
სპორტი

VIDEO/ქალთა ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

5 აპრილს, ქალთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს, 9 აპრილს კი, ბელარუსის ნაკრებს კვიპროსში

2024-04-01 10:25
სპორტი

უეფას პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი ი. კობახიძე გერმანიაში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მიიწვია!

თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6709
EUR: 2.8453
GBP: 3.3333

კატეგორიები