2024-05-24

20:49

უეფას პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი ი. კობახიძე გერმანიაში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მიიწვია!

სპორტი
01-04-2024 10:25

უეფასგან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება და მას ჩემპიონატზე დასასწრებად მოწვევას უგზავნის.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს - ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: „ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში". მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი", - აღნიშნულია უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-05-24 10:40
სპორტი

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და გიორგი სარდალაშვილმა (60კგ), ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა

2024-05-23 12:12
სპორტი

ალექსანდრე ბაკში კაჭრეთში მიმდინარე ATP Challenger Tour-ის ნახევარფინალში ითამაშებს

ალექსანდრე ბაკში ნახევარფინალში ტურნირის პირველ ნომრად განთესილ ფილიპ სეკულიჩსა და რამკუმარ რამანაჰანს შორის გამარჯვებულს

2024-05-22 10:09
სპორტი

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა

2024-05-21 12:41
სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოუტანა. ქართველმა

2024-05-20 12:43
სპორტი

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7246
EUR: 2.954
GBP: 3.466

კატეგორიები