პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გუშინ რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. მინდა, გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველანი ღირსეული ადამიანები არიან, ამიტომ შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ბიჭები, თითოეული მათგანი იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე. მინდა, დიდი სიყვარული გამოვხატო თითოეული მათგანის და თითოეული თქვენგანის მიმართ. უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ნაკრებმა გუშინ საბერძნეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ნანახია: 490
მსგავსი სიახლეები
clickss