საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტ 2025“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა სერბეთთან გამართა
სპორტი
27-02-2024 12:00
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტ 2025“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სერბეთს უმასპინძლეს. მატჩი სერბების გამარჯვებით, ანგარიშით 76:63 დასრულდა.
საკალათბურთო მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტ 2025“-ის G ჯგუფშია სერბეთთან, ფინეთსა და დანიასთან ერთად. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელები 21 ნოემბერს ფინეთში გამართავენ, 24 ნოემბერს კი მეტოქეს თბილისში უმასპინძლებენ.
ნანახია: 361
მსგავსი სიახლეები
clickss