2025-04-26

05:24

საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

სპორტი
21-02-2024 12:24
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. +87 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 117 კგ დაძლია და ამ დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა, აკვრაში - 140 კგ დააფიქსირა და ვერცხლი მიიღო. ორჭიდში მოგროვებული 257 კილოგრამით კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა მიშველიძე (61 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ანასტასია გოტფრიდმა 2023 წელსაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ერევანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ორჭიდში მან 252 კილოგრამი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მსაჯების გუნდს ჟიურის ფუნქციით ხელმძღვანელობს უმაღლესი კლასის საერთაშორისო მსაჯი კობა ობოლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

2025-04-22 16:29
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა

მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები