თბილისში სტარტი აიღო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატმა
გუშინ თბილისში სტარტი აიღო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა (U21) ჩემპიონატმა. გუშინვე გაიმართა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობით.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა და ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან, „დინამო არენაზე“ 2:0 მოიგო.
მატჩის პირველ ტაიმში, წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გაგუამ მცველს წამიერი დაბნეულობა არ აპატია, კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა – 1:0. ტაიმის ბოლოს კი იგივე წიტაიშვილის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის კართან საზონოვი დარჩა უმეთვალყურეოდ და შესვენებამდე, საქართველოს ნაკრები კომფორტული უპირატესობით დააწინაურა – 2:0.
მეორე ტაიმში პორტუგალიამ სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა შესძლეს მოგერიება და ამ თამაშის მოგება.
ჯგუფის მეორე თამაში ნიდერლანდები-ბელგია 0:0 დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე მატჩს 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი ოთინაშვილი
ნანახია: 248
მსგავსი სიახლეები
clickss