2025-04-29

21:36

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო

ჩინეთი
16-12-2024 14:13
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაცია იუწყება.
მათი ინფორმაციით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან Boeing 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა, ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა.
ავიაკომპანია ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Air China-სთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.
აეროპორტების გაერთიანება Air China-სთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.
AIR CHINA მეორე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს.
36 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ის Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

2025-04-23 10:55
ჩინეთი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

2025-04-02 10:31
ჩინეთი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

2025-03-28 14:37
ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი

2025-03-27 16:30
ჩინეთი

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ

შეხვედრები გამართა უცხო ქვეყნებთან მეგობრობის ჩინეთის სახალხო ასოციაციასთან, ჩინეთის წამყვან კომერციულ

2025-03-18 14:39
ჩინეთი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შ

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები