ნათია თურნავა ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის გადახდების სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისკენ და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რა მიზნითაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, თანამშრომლობის გაღრმავების, ორივე ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვისა და პროცესების დაჩქარების მიზნით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მომავალში ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.
ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.
ნანახია: 395
მსგავსი სიახლეები
clickss