2025-05-19

18:06

სოზარ სუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

ჩინეთი
29-03-2024 17:27

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს, ჰაიჭენგი სიუს და ატაშეს პოლიტიკური განყოფილებიდან, ფენგი ლის შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და, მათ შორის, პარტია „ხალხის ძალის“ გეგმებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ძალიან განმტკიცდა, განსაკუთრებით, სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერის და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ვისაუბრეთ ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის როგორც ფრენების რაოდენობის გაზრდის, ისე უფრო ფართო გეოგრაფიული დაფარვის კუთხით, რაც, ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად გაზრდის ტურისტულ ნაკადს ორივე მხრიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაიზარდა სავაჭრო ურთიერთობებიც, რომელმაც პანდემიამდელ დონეს დიდად გადააჭარბა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ჩინეთის მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო პოლიტიკაში.

„გარდა იმისა, რომ ჩინეთი არის მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი განვითარების ლოკომოტივი, მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო იზრდება პოლიტიკაში მისი, როგორც სტაბილურობის უზრუნველმყოფის როლი, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც, რომელმაც არაერთი კონფლიქტი გადაიტანა“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-07 16:29
ჩინეთი

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

2025-05-01 11:25
ჩინეთი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ

ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

2025-04-23 10:55
ჩინეთი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

2025-04-02 10:31
ჩინეთი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

2025-03-28 14:37
ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები