ჩინეთმა მთვარის შესასწავლად კოსმოსური თანამგზავრი გააგზავნა
ჩინეთმა გაგზავნა გადამცემი თანამგზავრი კოსმოსში, რათა უზრუნველყოს საკვლევ აპარატებსა და დედამიწას შორის კომუნიკაცია მთვარეზე მისიების დროს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი ინფორმაციით, სატელიტი "ჩუეჩიაო-2" ჰაინანის კუნძულზე ვინჩანგის კოსმოსური ცენტრიდან Long March-8-ის გადამზიდავი რაკეტით გაუშვეს.
მოსალოდნელია, რომ სატელიტი მოკლე ფრენის შემდეგ რაკეტას გამოეყოფა და მთვარის ორბიტაზე დაგეგმილ ადგილას რამდენიმე დღეში განთავსდება.
ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის (CAST) მიერ შექმნილი თანამგზავრი ააგეს CAST2000 სატელიტური პლატფორმის ჩონჩხზე.
თანამგზავრს, რომელიც დაახლოებით 1,2 ტონას იწონის, აქვს ორი პარაბოლური ანტენა 4,2 და 0,6 მეტრის დიამეტრით, რომელთაგან ერთი გამოიყენება მთვარეზე საკვლევ აპარატებთან კომუნიკაციისთვის, მეორე კი დედამიწაზე მონაცემების გადასაცემად.
„ჩუეჩიაო“-ს თანამგზავრებიდან პირველი კოსმოსში გაიგზავნა 2018 წელს Chang'i-4 მისიაში გამოსაყენებლად, რა დროსაც ჩინეთმა პირველი რბილი დაშვება მოახდინა მთვარის შორეულ მხარეს.
ახლად გაშვებული თანამგზავრი, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია საკვლევ აპარატთან "ჩანგი 6"-თან კომუნიკაციისთვის, რომლის გაგზავნა იგეგმება მთვარის ბნელი მხრიდან კლდისა და ნიადაგის ნიმუშების შესაგროვებლად. სატელიტი მოგვიანებით გამოყენებული იქნება სხვა სადამკვირვებლო მისიებში.
ნანახია: 505
მსგავსი სიახლეები
clickss