სომხეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერევანში სომხეთის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.
„დაშავებულია 16 პოლიციელი და 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, 17 ადამიანმა უკვე მიიღო საჭირო დახმარება და გაწერეს. 16 დაზარალებული განაგრძობს მკურნალობას“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა.
მედიის ცნობით, მომიტინგეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის შენობასთან შეკრებილები სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
ნანახია: 960
მსგავსი სიახლეები

ბადრი ნაჭყებია: სანამ აზერბაიჯანის მიწებზე ნაღმები რჩება, წლების შემდეგაც არ იქნება მშვიდობა
როგორც მან აღნიშნა, ამ თემაზე გუშინ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც დაწვრილებით ისაუბრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა
მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სავაჭრო

VIDEO/Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს როლი საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების გა
სტუმარი: Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე

სომხეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა
clickss