2025-01-15

03:23

ჩისინაუს აეროპორტში, ერთ-ერთ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, მოლდოვური მედია წერს, რომ ამანათი უკრაინიდან გაიგზავნა და თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო

მსოფლიო
08-01-2025 18:22

მოლდოვას დედაქალაქ ჩისინაუს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ ამანათში პულტით მართვად სათამაშო ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა დანაყოფმა ამანათი გააუვნებელყო.

როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ამანათი ჩისინაუს აეროპორტში უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების დროს სამართალდამცველებმა ამანათი საეჭვოდ მიიჩნიეს და გამნაღმველები გამოიძახეს.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს მოლდოვის სამართალდამცავი უწყება, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ამანათის წარმომავლობა და საბოლოო დანიშნულების პუნქტი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-01-12 14:59
მსოფლიო

2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში ბუნებრივი კატასტროფების შესახებ.

2025-01-11 18:38
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი დოლარის ახალ დახმარებას გაუწევს

პრეზიდენტის უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში, დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება მოიცავს

2025-01-09 16:22
მსოფლიო

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულია მრავალი ადამიანი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა

2025-01-09 10:48
მსოფლიო

კუბაში, სამხედრო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა!

განცხადებაში აღინიშნა, რომ აფეთქების შემდეგ 13 ჯარისკაცთან ვერ ხერხდება დაკავშირება და რეგიონში გაგზავნილ იქნა მრავალი

2025-01-08 18:22
მსოფლიო

ჩისინაუს აეროპორტში, ერთ-ერთ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, მოლდოვური მედია წერს, რომ

როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ამანათი ჩისინაუს აეროპორტში უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები