2024-12-01

23:41

ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ 54.47 პროცენტით იმარჯვებს

მსოფლიო
04-11-2024 10:48

მოლდოვაში, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი.

მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმათა 54.47 პროცენტით. მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმათა 45.53 პროცენტი აქვს.

ბიულეტენების 100 პროცენტია დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრე სტოიანოგლოს, რომელმაც 51,19 პროცენტი მიიღო, სანდუმ კი 48,81 პროცენტი დააგროვა. თუმცა,სანდუს უპირატესობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა.

ამ ეტაპზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების 81.82 პროცენტია დათვლილი, სადაც სანდუმ ხმების 81.89 პროცენტი მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ – 18.11 პროცენტი.

საარჩევნო აქტივობამ 54.2 პროცენტი შეადგინა, რაც 1.69 მილიონ ამომრჩეველს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და კანადაში კენჭისყრის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2024-11-29 12:44
მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურების წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა

მან გაავრცელა განცხადება, რომელშიც აცხადებს: „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კვლავ მოწინააღმდეგის დიდი თავდასხმის ქვეშაა

2024-11-28 13:34
მსოფლიო

ზედმეტი მარილის მოხმარება ზრდის თირკმელების უკმარისობისა და გულის დაავადებების რისკს

საკითხთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებისას უსტუნდაღმა განმარტა, რომ ზედმეტი მარილის გამოყენება იწვევს წყლის შეკავებას

2024-11-27 18:32
მსოფლიო

NATO-მ რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა

ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაკავშირებულმა უკრაინის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებმა NATO-ს ელჩებს

2024-11-27 18:14
მსოფლიო

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით

ევროკომისიის ახალი წევრები უფლებამოსილების შესრულებას პირველი დეკემბრიდან უნდა შეუდგნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომის

2024-11-25 16:32
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: „თურქეთთან ურთიერთობა უნდა დავარეგულიროთ“

მარტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა განაცხადა: „საჭირო არ არის უარვყოთ, რომ თურქეთი არის დიდი საერთაშორისო მოთამაშე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები