თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში BRICS-ის მე-16 სამიტზე დასასწრებად იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობა, ისრაელის გავრცელებული თავდასხმები რეგიონში და რეგიონული და გლობალური საკითხები.
პრეზიდენტმა ერდოღანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთის ურთიერთობები რუსეთთან ძლიერდება და ვითარდება და ძალისხმევა გრძელდება ამის ყველა სფეროში გასაგრძელებლად.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელმა პალესტინაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას ლიბანიც დაამატა, თავდასხმები არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებასაც ემუქრება, ისრაელის გეგმების წინააღმდეგ დგომა, რომელიც პალესტინელებს მშობლიურ მიწაზე უმიწოდ დატოვებას ისახავს მიზნად, კაცობრიობის ვალია.
მისივე თქმით, BRICS-ის ქვეყნების წინააღმდეგობა ისრაელის აგრესიის მიმართ გააძლიერებს პალესტინის სამართლიან საქმეს, ხოლო ისრაელისთვის უპირობო იარაღისა და საბრძოლო მასალების მხარდაჭერის გაგრძელება ამ ქვეყანას აგრესიისკენ უბიძგებს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთისა და რუსეთის მჭიდრო კოორდინაცია სირიის საკითხში ყველა მხარის ინტერესებშია რა, თურქეთი მტკიცედ არის გადაწყვეტილი იბრძოლოს ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით PKK/YPG-ს, და მნიშვნელოვანია ერთად აღუდგნენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის შემცველ ინიციატივებს.
ნანახია: 228
მსგავსი სიახლეები
clickss