2025-04-26

06:11

SpaceX-ის Polaris Dawn მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა

მსოფლიო
22-09-2024 11:54

SpaceX-ის Polaris Dawn მისიის გუნდმა, რომელშიც ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი ჯარედ აიზეკმენიც იმყოფებოდა, კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტურისტული კოსმოსური გასეირნების მისია დაასრულა და დედამიწაზე დაბრუნდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2002 წელს ილონ მასკის მიერ შექმნილი SpaceX-ის Dragon-ის კაფსულით Polaris Dawn-ის ეკიპაჟი მექსიკის ყურის წყლებში, დრაი თორთუგეს რეგიონის მახლობლად აშშ-ს ფლორიდის შტატში დაეშვა.

პირველი ტურისტული გასეირნების შემდგომ აიზეკმენმა განაცხადა, რომ „მისია შესრულებულია”.

ამგვარად, აიზეკმენთან ერთად SpaceX-ის ინჟინრების სარა გილისის, ანა მენონისა და პილოტ სკოტ პოტიტის 5 დღიანი მგზავრობა დასრულდა.

აიზეკმენი და გილისი 264-ე და 265-ე ადამიანები არიან, ვინც კოსმოსში გაისეირნა.

SpaceX-მა, Polaris Dawn-ის მისიის ფარგლებში 10 სექტემბერს კაცობრიობის ისტორიაში პირველი კერძო ტურისტული გასეირნებისთვის რაკეტა Falcon 9 გაუშვა.

მისიის ფარგლებში, 12 სექტემბერს ჯერ აიზეკმენმა, შემდგომ კი გილისმა, დრაკონის კაფსულიდან თოკის დახმარებით კოსმოსში გასეირნება დაასრულეს.

Polaris Dawn-ის მისიის გუნდმა, რომელიც სამეცნიერო ექსპერიმენტებსაც ატარებდა, რადიაციული სარტყელის გასწვრივ ორბიტაზე შესვლით დედამიწის უმაღლეს ორბიტას მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 15:14
მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა რუსეთი „აგრესორად“ აღიაროს

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იგი იღებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობას, ეძებოს

2025-04-24 13:58
მსოფლიო

ზელენსკი აშშ-ის ყირიმზე კრიტიკას ეწინააღმდეგება; ტრამპმა რუსეთთან შეთანხმების მიღწევა გამოაცხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააზიარა აშშ-ის მიერ 2018 წელს მიღებული ყირიმის დეკლარაციის ფოტო, რომელიც უარყოფს

2025-04-23 19:07
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთს არცერთ სუვერენულ ტერიტორიას არ დაუთმობს!

ზელენსკიმ თქვა: „თუ არ გვინდა ვითამაშოთ მინსკი 3, 4, 5-ისა და ნორმანდიული ფორმატის ასლი

2025-04-23 16:00
მსოფლიო

სტამბოლში, სილივრის რაიონში 6,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სტამბოლის სილივრის რაიონში

2025-04-23 14:02
მსოფლიო

ლონდონში უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაბალი დიპლომატიური დონის მონაწილეობით გრძელდება

საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრის გადადების შემდეგ, მოლაპარაკებები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები