ევროპის საბჭომ და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას ხელი მოაწერეს

ევროპის საბჭომ და კიდევ ათმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან-მარინომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს ჩარჩოკონვენციას ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.
როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა ნათქვამი, ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რომელსაც სავალდებულო იურიდიული ძალა ექნება. დოკუმენტი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების „სრულ შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან“, ხელმოსაწერად ღიაა. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ შეთანხმება „ხელს შეუწყობს პროგრესსა და ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში“, ამავდროულად, ხელს შეუწყობს იმ საფრთხეების მართვას, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი შეიცავს.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება „უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და მათ ძირს არ უნდა უთხრიდეს“.
ჩარჩოკონვენცია შემუშავდა ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნისა და 11 არაწევრი სახელმწიფოს (არგენტინა, ავსტრალია, ვატიკანი, ისრაელი, კანადა, კოსტა რიკა, მექსიკა, პერუ, აშშ, ურუგვაი და იაპონია) თანამშრომლობით. დოკუმენტი არეგულირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ავალდებულებს მხარეებს, შეამოწმონ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებისას ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა ან დააწესონ აკრძალვა მათ გამოყენებაზე, თუ ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა შეუძლებელია.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გარკვეული ზომების გატარებას, რათა ხელოვნური ინტელექტის სისტემები არ იყოს გამოყენებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, ასევე ხელისუფლების დანაწილების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპების შესარყევად.
მარტში კონვენცია დაამტკიცეს ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ხოლო მაისში დოკუმენტი მიიღეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა.
ნანახია: 783
მსგავსი სიახლეები

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის
ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში
ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის ახალ ლიდერს აჰმედ შარას შეხვდა!
რიადში ოფიციალური ვიზიტის დროს, დონალდ ტრამპი აჰმედ შარას შეხვდა, რომელმაც ბაშარ ასადი

მსოფლიო მედიამ პუტინ-ზელენსკის შეხვედრა წამოწია: "თურქეთში დაგელოდებით"!
მსოფლიოს ყველა კუთხის საინფორმაციო წყაროებმა ზელენსკის განცხადება სხვადასხვა სათაურით
clickss