"მპოქსის" ვირუსზე გაფრთხილება ევროპას!
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს ევროპაში „მპოქსის“ ვირუსის დაბალი რისკის მიუხედავად მოემზადონ ვირუსთან საბრძოლველად „იმპორტირებული შემთხვევების“ გაზრდის შემთხვევაში.
ევროპარლამენტის (EP) გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის კომიტეტის (ENVI) მასპინძლობით ევროკავშირის (EU) კომისიის ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების სააგენტოს (HERA), დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განიხილეს „მპოქსის“ ვირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მზადება.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორმა ექიმმა პამელა რენდი-ვაგნერმა განაცხადა, რომ ევროპაში ეპიდემიის რისკი „დაბალია“ დღევანდელ პირობებში და ევროპაში ერთადერთი შემთხვევა შვედეთში 15 აგვისტოს დაფიქსირდა.
ამის მიუხედავად, რენდი-ვაგნერმა აღნიშნა, რომ მზად უნდა იყვნენ ევროკავშირში „იმპორტირებული შემთხვევების“ რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობისთვის და დაამატა: ”აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნები მზად იყვნენ აღმოაჩინონ ინფექციები რაც შეიძლება სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გავრცელება ევროპაში”. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
რენდი-ვაგნერმა აღნიშნა, რომ აფრიკაში არის ხარვეზები მოხსენებისა და დიაგნოსტიკის პროცესში და თქვა: ”ჩვენ ვარაუდობთ, რომ აფრიკაში ეპიდემიის რეალური მასშტაბი შეიძლება ბევრად უფრო დიდი იყოს“.
რენდი-ვაგნერმა თქვა, რომ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეპიდემიის წინააღმდეგ მომზადებისა, ასევე მუშაობს აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის თაოსნობით და ამ გზით ისინი მხარს უჭერენ რეგიონის ჯანდაცვის ორგანოებს აფრიკაში ეპიდემიის გასაკონტროლებლად და მისი სხვა კონტინენტებზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
”ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ „მპოქსი“ არ არის ახალი Covid-19” აღნიშნა რენდი-ვაგნერმა და დაამატა, რომ ორი ვირუსი ვრცელდება სხვადასხვა გზით, აქვს სხვადასხვა რისკები და რომ ამჟამად არსებობს ვაქცინა „მპოქსის“ ვირუსისთვის. მისი თქმით, არ არის საჭირო ვაქცინაცია, რომელიც მოიცავს მთელ მოსახლეობას.
„ვაქცინაცია უნდა განიხილებოდეს ევროპელებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან ვირუსის მაღალი ცირკულაციის ადგილებში, განსაკუთრებით მძიმე დაავადების მქონე და მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის“. -თქვა რენდი-ვაგნერმა.
ვირუსი გადადის მღრღნელებისგან, როგორიცაა თაგვები და ციყვი ან ინფიცირებული პირები.
ვირუსით გამოწვეული სხეულის გამონაყარზე შეხება, ამ გამონაყარით დაბინძურებული ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცების და მსგავსი ნივთების გამოყენება და სხეულის სითხეებთან კონტაქტი ინფექციის გადადების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია.
პირველი სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს ვირუსით დაინფიცირებიდან 5-დან 21 დღეში.
ვირუსი ზოგადად იწვევს მაღალ ტემპერატურას, თავის ტკივილს, ზურგისა და კუნთების ტკივილს, ლიმფური კვანძების შეშუპებას, დაღლილობას, შემცივნებას და ჩუტყვავილას მსგავს ბუშტუკებს კანზე.
ნანახია: 201
მსგავსი სიახლეები
clickss