15 ივლისი, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღე!

15 ივლისი, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღეა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
დღეს არის 15 ივლისი. 8 წლის წინ ამ დღეს, 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთი ვერაგული გადატრიალების მცდელობის პირისპირ აღმოჩნდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ფეტო“-მ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილი წევრების გამოყენებით თურქეთის სახელმწიფოსა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ ვერაგული გადატრიალების მოწყობა სცადა. დაიბომბა საპრეზიდენტო კომპლექსი, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი. ამბოხების მცდელობაში მონაწილეები შეეცადნენ ხელში ჩაეგდოთ ბევრი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, მათ შორის თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობაც. ანკარისა და სტამბოლის ცაზე სამხედრო თვითმფრინავებით და ქუჩებში ტანკებით გვემუქრებოდნენ. რა თქმა უნდა, ხალხი გულგრილი არ დარჩა ამ სიტუაციის მიმართ, პრეზიდენტის მოწოდებითაც ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში, ქალაქის მოედნებზე, რომ ხელი შეეშალათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, სიცოცხლე გაწირეს, ტანკებს და ვერტმფრენებიდან გახსნილ ცეცხლს წინ აღუდგნენ. მათ წინააღმდეგობის გაწევით, რომლის მსგავსი მაგალითები იშვიათია, დაიცვეს სამშობლო, სახელმწიფო და დემოკრატია. ხალხის სიმტკიცის წყალობით სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა გადატრიალების მცდელობა. დაიღუპა 251 ადამიანი და ასობით კი დაშავდა. 15 ივლისი დემოკრატიის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. ჩვენ მადლიერებით და პატივისცემით ვიხსენებთ დაღუპულებსა და ვეტერანებს.
ნანახია: 475
მსგავსი სიახლეები

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წევრები მოუწოდებენ ტრამპს თავიდან წამოიწყოს უკრაინელი ბავშვების მონიტორ
ევროპის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტოს Eurojust-ის წარმომადგენელმა სამშაბათს

ეგვიპტეში აღმოაჩინეს სამეფო სამარხი, რომელიც 3500 წელზე მეტი ხნისაა
სამინისტროს განცხადებით, ეგვიპტის სიძველეების უმაღლესი საბჭოსთან არსებულმა კიდევ ერთმა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში აპირებს უკრაინის საკითხზე შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან
აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი უკრაინასა და რუსეთს შორის

ჩინელი, ირანელი და რუსი დიპლომატები აღადგენენ ბირთვულ მოლაპარაკებებს
ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პარასკევს გამართული შეხვედრების მიზანი იყო

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოლადისა და ალუმინის ტარიფები ძალაში შედის გლობალური სავაჭრო ომის გამ
ტრამპის გადაწყვეტილება უზრუნველყოფს გლობალური ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი
clickss