თურქული Türksat 6A, წარმატებით იქნა გაშვებული კოსმოსში
თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული საკომუნიკაციო თანამგზავრი, Türksat 6A, ფლორიდაში მდებარე, კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან წარმატებით იქნა გაშვებული. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
თურქი ინჟინრების მიერ შემუშავებული Türksat 6A კოსმოსში გაიგზავნა, Space X-ის Falcon 9 რაკეტით თურქეთის დროით 02:30.
Türksat 6A, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამოეყო რაკეტას, პირველი სიგნალი მიღებულ იქნა 67-ე წუთზე.
Türksat 6A, რომელმაც დაიწყო კოსმოსური მოგზაურობა მისი ორბიტისკენ აღმოსავლეთის გრძედის 42 გრადუსზე, ამოქმედდება ორბიტალური ტესტების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება მინიმუმ 1 თვე.
ცნობისათვის, თანამგზავრის ამოქმედებით, თურქეთი შეძლებს მსოფლიოს მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტს მიწვდეს საკუთარი საკომუნიკაციო თანამგზავრებით.
თავის მხრივ, Türksat 6A-ს, კოსმოსში წარმატებით გაშვებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი Türksat 6A-ით თანამგზავრების წარმოების ახალ ფაზაზე გადავიდა.
„Türksat 6A-ით ჩვენ შევედით თანამგზავრული წარმოების ახალ ფაზაში. ჩვენი ადგილობრივი და ეროვნული საკომუნიკაციო თანამგზავრი, Türksat 6A, უზრუნველყოფს არსებული თანამგზავრების სარეზერვო ასლს და შემდგომ გაზრდის სიმძლავრეს“, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ნანახია: 266
მსგავსი სიახლეები
clickss